არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ეგვიპტესთან დრამატულ მატჩში (3:2) ლიონელ მესის თამაში და მისი საოცარი ხასიათი შეაფასა.
39 წლის ფორვარდმა შეხვედრის მსვლელობისას პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა ამის შემდეგ საგოლე გადაცემა მიითვალა და გამათანაბრებელი გოლიც გაიტანა:
„იმ ბავშვებს, რომლებიც მას უყურებენ და საკუთარ თვალებს არ უჯერებენ, მინდა ვუთხრა - აიღეთ მისგან მაგალითი. მას შეეძლო ვერგატანილი პენალტის შემდეგ იქვე დანებებულიყო, თუმცა ის კვლავ ითხოვდა ბურთს, კვლავ შრომობდა... ამის გამო ტანში ჟრუანტელი მივლის“.
სკალონიმ მესის მიერ მატჩის შემდეგ გამოხატულ ემოციებზეც ისაუბრა:
„არ ვიცი, რას შევადარო ეს მატჩი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორედ ის არის, რის გამოც ის ფეხბურთს თამაშობს. რთული ასახსნელია ის ფაქტი, რომ კარიერის ამ ეტაპზე მას ჯერ კიდევ შეუძლია ასეთი ემოციების განცდა.
როდესაც კარიერას ასრულებ, შემდეგ მთელი ცხოვრება ნანობ იმას, რომ თამაშით საკმარისად ვერ ისიამოვნე“, - განაცხადა სკალონიმ.