ესპანეთისა და პორტუგალიის მერვედფინალური მატჩის (1:0) დრამატული ფინალი ყოფილი თანაგუნდელების, როდრისა და ბერნარდუ სილვას დაპირისპირებამ დაჩრდილა.
მატჩის მიწურულს, როდესაც სილვამ გათანაბრების ოქროს შანსი გაანიავა, ოქროს ბურთის მფლობელმა ესპანელმა მომენტი ზედმეტად ემოციურად აღნიშნა, რამაც მოედანზე სერიოზული შელაპარაკება გამოიწვია.
მატჩის შემდეგ როდრიმ პრესასთან საკუთარი შეცდომა აღიარა:
როგორც უკვე ვთქვი, შეცდომა დავუშვი, რადგან მისი გაფუჭებული მომენტი აღვნიშნე. ბერნარდუს ბოდიში მაშინვე მოვუხადე. ჩვენს შორის არსებული მეგობრობისა და ნდობის გამო, ეს ინციდენტი იქვე ამოიწურა და სულ ეს არის
ბერნარდუ სილვას გაფუჭებულმა მომენტმა პორტუგალიის ნაკრებისთვის მუნდიალი დაასრულა, რასაც რობერტო მარტინესის გადადგომაც მოჰყვა. ესპანეთი კი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 10 ივლისს, ლოს-ანჯელესში, ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.