• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"რონალდუს მაიამიში გადასვლა და მესისთვის ხელის შეშლა სურს", — ესპანეთში "სულელის დღე" აღინიშნება
ფეხბურთიფეხბურთი

"რონალდუს მაიამიში გადასვლა და მესისთვის ხელის შეშლა სურს", — ესპანეთში "სულელის დღე" აღინიშნება

28 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ ესპანეთში "სულელების დღეზე" დაწერა სტატია, თითქოს რონალდუს ინტერ მაიამიში გადასვლა და მესისთან თამაში სურს, რათა არგენტინელს ხელი შეუშალოს.


დღეს, 28 დეკემბერს, ესპანურენოვან ქვეყნებში სულელების დღე აღინიშნება — 1 აპრილის ანალოგი. ამ დღეს ზოგიერთი მედია შეგნებულად ავრცელებს გამოგონილ და ხუმრობით დაწერილ ამბებს.


Mundo Deportivo-ს „სტატიის“ მიხედვით, რონალდუმ აგენტებს დაავალა, ინტერ მაიამიში გადასვლაზე მოლაპარაკებები დაეწყოთ და თითქოს ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა. გამოცემა წერს, რომ კრიშტიანუს კარიერის დასრულება არ სურს მანამ, სანამ მესისთან ერთად არ ითამაშებს.


ასევე ირონიულად არის ნათქვამი, რომ რონალდუს ძალიან სწყინს, რომ საუდის არაბეთში უფრო მეტად აქლემების რბოლებზე საუბრობენ, ვიდრე მის გოლებზე.


სტატიაში კიდევ უფრო შორს მიდიან და წერენ, თითქოს ცნობილმა დერმატოლოგმა რონალდუს უთხრა, რომ საუდის მზის სხივები მის „ნაზ კანზე“ ცუდად მოქმედებს და მაიამის კლიმატი ბევრად უკეთესი იქნებოდა. ეს რჩევა, თითქოს, კრიშტიანუს ძალიან გაამხნევებდა.


Mundo Deportivo ასევე ხუმრობით ამატებს, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რონალდუს კინოში წასვლა სურს და თითქოს მას ტერმინატორის მეშვიდე ნაწილში როლი შესთავაზეს — კიბორგის, რომელიც ადრე არნოლდ შვარცენეგერმა განასახიერა. ავტორების თქმით, თუ რამე ნამდვილად არ აკლია რონალდუს, ეს კუნთებია. ამიტომაც ინტერ მაიამიში გადასვლას ის განიხილავს, როგორც იდეალურ პლაცდარმს Paramount-ისა და Metro-Goldwyn-Mayer-ის კინოსტუდიებში მოსახვედრად.


სტატიის ბოლოს Mundo Deportivo წერს, რომ გოლების რეკორდზე შეპყრობილ რონალდუს ესმის — ერთადერთი, ვისაც მისი რეკორდის მოხსნა შეუძლია, სწორედ მესია. ამიტომაც სურს მასთან თამაში: რათა „შეუმჩნევლად წაართვას“ საჯარიმოების და პენალტების შესრულების უფლება და ისარგებლოს ლეოს „მაგიური საგოლე პასებით“.


ცხადია, ეს ყველაფერი ხუმრობაა და სულელების დღისთვის გამოგონილი ისტორია.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

კრიშტიანუ რონალდუ
რონალდუ
მესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მესის წინააღმდეგ ახალი ძალებით: ავსტრიის ნაკრები გაძლიერდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის წინააღმდეგ ახალი ძალებით: ავსტრიის ნაკრები გაძლიერდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუს უჩვეულო თერაპია: როგორ ემზადება ვარსკვლავი მუნდიალისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუს უჩვეულო თერაპია: როგორ ემზადება ვარსკვლავი მუნდიალისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"იმ ფეხბურთის განსახიერებაა, რომელიც მე მიყვარს", — აზარმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"იმ ფეხბურთის განსახიერებაა, რომელიც მე მიყვარს", — აზარმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი და ჯორდანი ერთ სიაში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი და ჯორდანი ერთ სიაში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

10 მარ, 2026

მესის წინააღმდეგ ახალი ძალებით: ავსტრიის ნაკრები გაძლიერდა

News image

11 მარ, 2026

კრიშტიანუ რონალდუს უჩვეულო თერაპია: როგორ ემზადება ვარსკვლავი მუნდიალისთვის

News image

36 წთ წინ

"იმ ფეხბურთის განსახიერებაა, რომელიც მე მიყვარს", — აზარმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა

News image

11 მარ, 2026

მესი და ჯორდანი ერთ სიაში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება