• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
მესი და ჯორდანი ერთ სიაში
ფეხბურთიფეხბურთი

მესი და ჯორდანი ერთ სიაში

9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლიონელ მესი MLS-ში წარმატების შემდეგ მაიკლ ჯორდანის ისტორიულ რეკორდს იზიარებს.


არგენტინელი ვარსკვლავი შეერთებულ შტატებში ისტორიის წერას აგრძელებს.


მესის ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებდა, რომ არგენტინელი ვარსკვლავი MLS-ში მხოლოდ ორიოდე სეზონის სათამაშოდ და პენსიაზე გასასვლელად გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლიგა დონით მართლაც ჩამოუვარდება საფრანგეთის ჩემპიონატს, საიდანაც ის მოვიდა, და მით უმეტეს ლა ლიგას, მესი იქ მოსაგებად, ტიტულების მოსაპოვებლად და ინტერ მაიამის საერთაშორისო ფეხბურთის რუკაზე მოსანიშნადაა მისული, გზადაგზა კი რამდენიმე რეკორდიც მოხსნა.


ის, რაც უბრალო მედიატრანსფერად ჩანდა, ამერიკული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სვლად იქცა და ამას ციფრებიც ადასტურებს: მაიამის გამომწერთა რაოდენობა სულ რამდენიმე კვირაში დაახლოებით ერთი მილიონიდან 14 მილიონამდე გაიზარდა.


ეს ფენომენი მხოლოდ სოციალური ქსელებით არ შემოფარგლულა. მისი დებიუტის დღეს, 2023 წლის 21 ივლისს, ინტერ მაიამისა მატჩმა MLS Season Pass-ს 110 000-ზე მეტი ახალი გამოწერა მოუტანა, რაც ამერიკულ ლიგაში არგენტინელი ვარსკვლავის ხილვისადმი არსებულ უზარმაზარ ინტერესზე მეტყველებს.


წარმატება რამდენიმე წლის შემდეგ მოვიდა. 2025 წლის MLS-ის თასის მოგების შემდეგ, ინტერ მაიამიმ ჩემპიონობა თეთრ სახლში ოფიციალური ვიზიტით აღნიშნა. ეს ტრადიციული და ხშირად საკამათო რიტუალია შეერთებული შტატების პროფესიული ლიგების ჩემპიონი გუნდებისთვის.


სწორედ ამ მომენტში მესი შეუერთდა იმ რჩეულ სპორტსმენთა ჯგუფს, რომლებიც თეთრ სახლს ჩემპიონობის შემდეგ ესტუმრნენ. ეს სია ისეთ სახელებს მოიცავს, როგორებიც არიან მაიკლ ჯორდანი, ტომ ბრედი, სერენა უილიამსი და ლებრონ ჯეიმსი.


თუმცა, აქ ერთი განსხვავება უნდა აღინიშნოს: ჩიკაგო ბულსის სიმბოლო თეთრ სახლს ხუთჯერ ეწვია. მათგან ოთხჯერ NBA-ს ჩემპიონობის მოგების შემდეგ, ხოლო კიდევ ერთი ვიზიტი 2016 წელს შედგა, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ის თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა, რაც შეერთებულ შტატებში სამოქალაქო პირებისთვის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა.


მესის შემთხვევაში, მისი პირველი ვიზიტი ინტერ მაიამისთან ერთად MLS-ის მოგების შემდეგ შედგა, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის გავლენას არა მხოლოდ ფეხბურთზე, არამედ ქვეყნის სპორტულ კულტურაზეც.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

მესი
მაიკლ ჯორდანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მესის წინააღმდეგ ახალი ძალებით: ავსტრიის ნაკრები გაძლიერდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის წინააღმდეგ ახალი ძალებით: ავსტრიის ნაკრები გაძლიერდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიტინიას აღიარება: რატომ ჩავარდა მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიტინიას აღიარება: რატომ ჩავარდა მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩავი: „ლა ლიგა არაფერ შუაშია, მესის დაბრუნება პირადად ლაპორტამ ჩაშალა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩავი: „ლა ლიგა არაფერ შუაშია, მესის დაბრუნება პირადად ლაპორტამ ჩაშალა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

50-ე გოლი კარიერაში — იამალმა მესის და რონალდუს რეკორდები მოხსნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

50-ე გოლი კარიერაში — იამალმა მესის და რონალდუს რეკორდები მოხსნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

10 მარ, 2026

მესის წინააღმდეგ ახალი ძალებით: ავსტრიის ნაკრები გაძლიერდა

News image

08 მარ, 2026

ვიტინიას აღიარება: რატომ ჩავარდა მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო?

News image

09 მარ, 2026

ჩავი: „ლა ლიგა არაფერ შუაშია, მესის დაბრუნება პირადად ლაპორტამ ჩაშალა"

News image

08 მარ, 2026

50-ე გოლი კარიერაში — იამალმა მესის და რონალდუს რეკორდები მოხსნა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება