უეინ რუნის მიაჩნია, რომ მანჩესტერს ახალი მეკარე სჭირდება.
„ვფიქრობ, ახალი მეკარის მოყვანის საკითხი უნდა განიხილებოდეს.
მახსენდება დრო, როცა კარში როი კერილო და ტიმ ჰოვარდი გვეყენა. არამგონია, რომ მცველები მათ ბოლომდე ენდობოდნენ, თუმცა როგორც კი ვან დერ სარი მოვიდა, ყველაფერი დალაგდა, მცველები დამშვიდდნენ და საკუთარ მეკარეს ბევრად უფრო მეტად ენდობოდნენ, რამაც თამაში გააუმჯობესა.
მგონია, რომ ამაში მდგომარეობს მანჩესტერის ახლანდელი სიტუაციაც. მათ მეკარის მიმართ ნდობა და სიმშვიდე სჭირდებათ, რომ მეკარემ უკარნახოს, როგორ იმოძრავონ. ზოგჯერ საკმარისია უბრალოდ სიმშვიდის შენარჩუნება და საჭირო მომენტში სწორი ლაპარაკი.
მეკარე გუნდური სიმშვიდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ოთხი ან ხუთი მცველებისთვის. ვან დერ სარი ამის უზრუნველყოფას ახდენდა.
მოვიდა ონანა, ფანტასტიკური მეკარე, რომელსაც ინტერში ვადევნებდი თვალს და საოცარი იყო. ასე რომ, თუ ახალი მეკარე არ მოიყვანეს, იმედი გვაქვს, რომ ის დაიუბრუნებს ძველ ფორმას. თუმცა, წინა სეზონში ის დამაჯერებლობას ნამდვილად არ ასხივებდა.
დონარუმა 26 წლის არის და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სიგიჟე იქნება, მანჩესტერმა მიის მოყვანა რომ არ სცადოს. არამგონია, რაიმე რისკი მაინც არსებობდეს. რამდენიმე დღის წინ ვნახე მისი პირდაპირი შეცდომების სტატისტიკა, რომელმაც გოლი გამოიწვია - ნული, მას ასეთი ნული ჰქონდა. ზოგი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი არ იყო, თუმცა მე მგონია, რომ მთავარი სწორედ ეს ციფრებია.
როცა მეკარე ცდება, მასთან გამკლავება რთული ხდება. ამიტომ, არ ვიცი რა შეუძლია კლუბს მას ფინანსურად შესთავაზოს, მაგრამ მის კლუბში მოყვანას აუცილებლად ვეცდებოდი." - აღნიშნა მანჩესტერის ლეგენდამ.