ფაბრიციო რომანოს ცნობით, რასმუს ჰოილუნდმა და მისმა გარემოცვამ მისით დაინტერესებულ კლუბებს შეატყობინეს, რომ მათ იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით ტრანსფერი სურთ.
რასმუს ჰოილუნდს მანჩესტერ იუნაიტედში დარჩენა სურდა, მაგრამ თუ მას წასვლა მოუწევს, უნდა, რომ სრულად თავდაჯერებული იყოს.
დანიელი თავდამსხმელის ტრანსფერი ნაპოლი, ლაიფციგი და მილანი ინტერესდებიან.
იტალიის ჩემპიონი ჰოილუნდის გადაბირებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რომელუ ლუკაკუმ სამთვიანი ტრავმა მიიღო.
დანიელი შემტევი რუბენ ამორიმის გეგმებში აღარ შედის, რაც მის სათამაშო წუთებზეც აისახა.