• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
საბჭოთა ნაკრების უკანასკნელი დღეები
ფეხბურთიფეხბურთი

საბჭოთა ნაკრების უკანასკნელი დღეები

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ხშირად ამბობენ, რომ „რკინის ფარდა“ საბოლოოდ 1988 წლის 25 ივნისს დაიხა, როდესაც მიუნხენის „ოლიმპიაშტადიონზე“ ჰოლანდიელებმა რუუდ გულიტის თავურითა და მარკო ვან ბასტენის ფენომენალური გოლით საბჭოური ოცნება დაასამარეს.


დასავლეთ გერმანიაში გამართული ევროპის პირველობის ფინალში ნიდერლანდების ნაკრებთან ორბურთიანი ჩამორჩენისთანავე საბჭოთა კავშირის ნაკრებს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა: „ოქროს ბურთის“ მფლობელმა იგორ ბელანოვმა ჯერ ძელს გაარტყა ბურთი, მალევე კი მეკარე ჰანს ვან ბრეკელენის მიერ სერგეი გოცმანოვის საჯარიმოში მოცელვისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა - ჰოლანდიელმა კარის დარაჯმა შეცდომა თავად გამოასწორა და საბჭოელის დარტყმული პენალტი მოიგერია.


საფეხბურთო სამყარომ ე.წ. ქამბექი ვეღარ იხილა და ევრო 88-ის გადამწყვეტი მატჩიც დაძაბულობის გარეშე, რინუს მიხელსის ლეგენდარული გუნდის ტრიუმფით დასრულდა.



არადა, მთელი სსრკ თასის მეორედ მოგების მოლოდინში იყო, რისი საფუძველიც ნამდვილად არსებობდა: დისციპლინის მოყვარული ვალერი ლობანოვსკის გაწვრთნილი გუნდი ხომ ფინალამდე შესანიშნავი ასპარეზობით მივიდა, თანაც საბჭოელებს ჰოლანდიელები ჯგუფურ ეტაპზე უკვე ჰყავდათ დამარცხებული პირველ ტურში, ვასილ (იგივე ლასლო) რაცის გოლით - 1:0.



მაგრამ მიუნხენური ფინალის წინ პრობლემებმაც იჩინა თავი: ლობანოვსკის კრებულმა ორივე წამყვანი ცენტრალური მცველი მოისაკლისა - ოლეგ კუზნეცოვმა დისკვალიფიკაციის გამო გააცდინა ფინალი, ვლადიმირ ბეზსონოვმა კი ნახევარფინალში იტალიასთან მიიღო ტრავმა და ნაადრევად შესაცვლელი შეიქნა.


დანაკლისის გამო ძირითადში მოსკოვის „სპარტაკის“ მცველი ვაგიზ ხიდიატულინი გამწესდა, მინსკის „დინამოს“ ვარსკვლავ სერგეი ალეინიკოვს კი უკან დახევა დაევალა, რამაც ვერ იმუშავა: გულიტის გოლში სწორედ ეს ორი საბჭოელი გახლდათ დამნაშავე ...


იტალიასთან მატჩი ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვა ბელანოვმა, რომლის ფინალში უხეირო თამაშზე უკვე მოგახსენეთ. ევროს ფინალურ შეხვედრაში არასათანადო ფიზიკურ კონდიციაში იმყოფებოდა საბჭოური გუნდის წინა ხაზის მეორე ლიდერი ოლეგ პროტასოვიც.


აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების მიმართ საქებარ სიტყვები არ დაიშურა იტალიელთა თავკაცმა აძელიო ვიჩინიმ, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ორი წლით ადრე მექსიკაში სსრკ-მ მომდევნო საუკუნის ფეხბურთი ითამაშა და ევროტურნირის მთავარი ფავორიტი სწორედ ლობანოვსკის გუნდი იყო...



სხვათა შორის, ვალერი ლობანოვსკიმ საბჭოთა კავშირის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 1986 წლის მუნდიალის წინ დაიბრუნა - პოსტი, რომელიც მანამდე ორჯერ მოკლე ვადებით, 1975-76 და 1982-83 წლებში ეკავა, მექსიკის მსოფლიო პირველობის საგზური კი საბჭოელებს ედუარდ მალოფეევმა მოუპოვა.


მაგრამ, როდესაც ლობანოვსკის ხელში კიევის „დინამომ“ 1986 წლის მაისში თასების მფლობელთა თასი მეორედ მოიგო (ფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ ძლევით - 3:0) საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მამებმა გადაწყვიტეს, მალოფეევისთვის ნაკრების მწვრთნელის პოსტი ჩამოერთმიათ და გენიოსად მიჩნეული ვალერი ვასილის ძისთვის გადაელოცათ.


მექსიკაში საბჭოთა ნაკრები რომ თითქმის ფავორიტის რანგში ჩავიდა, ბევრმა გულშემატკივარმა კარგად უწყის. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რა რიხით დაიწყო ლობანოვსკის გუნდმა ტურნირი და რა შედეგით დაასრულა მერვედფინალში, რაშიც წვლილი, როგორც ხშირად საუბრობენ, შვედ არბიტრ ერიკ ფრედრიკსონსაც მიუძღვის, რომელმაც ბელგიელთა ორი თამაშგარიდან გატანილი გოლი ჩათვალაო ...


ერთი რამ კი აუცილებლად სათქმელია, ამ პერიოდის საბჭოთა კავშირის ნაკრებში სრულიად განსხვავებული გუნდი დაიბადა. ძველი დროიდან აღებული საბჭოური დისციპლინა თანამედროვე დროის სისწრაფესა და ენერგიას შეერწყა და ლაღი, მსუბუქი და სანახაობრივი სტილი გაჩნდა ნაკრებში, რამაც გუნდის სამომავლო იმედები გააჩინა.



ევროს ფინალში განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ ვალერი ლობანოვსკი ნაკრების თავკაცის პოსტზე დარჩა და გუნდმა იტალიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც იოლად გაიარა: ავსტრიასთან, თურქეთთან, აღმოსავლეთ გერმანიასა და ისლანდიასთან ერთად მოხვედრილმა სსრკ-მ მხოლოდ ერთი მატჩი წააგო, სტუმრად კარლ-მარქს შტადტში (ახლანდელი ქემნიცი) 1:2 და მუნდიალის საგზური პირველი ადგილით მოიპოვა.


ქვეყანა, რომელიც არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, იტალიაში გადაბერებული ნაკრებით ჩავიდა. გუნდი, რომლის ბირთვსაც წინა წლების მსგავსად, ძირითადად ლობანოვსკისავე დამოძღვრილი კიეველები შეადგენდნენ, იქამდე უჩვეულო ლეგიონერებსაც ითვლიდა: „სევილიაში“ წასული მეკარე რინატ დასაევი, „იუვენტუსში“ გადასული ალეინიკოვი და ზავაროვი, „ტულუზას“ წევრი ხიდიატულინი, დორტმუნდში გადაბარგებული სერგეი გორლუკოვიჩი, „შალკე 04“-ის ფეხბურთელები... თუმცა იტალია 90-ისთვის საბჭოთა კავშირის საფეხბურთო აწმყო (და ცხადია, მომავალიც) ისეთივე ბუნდოვანი იყო, როგორც - მისი პოლიტიკური ლანდშაფტი. 


ქალაქ ბარიში გამართულ მუნდიალის პირველ მატჩში საბჭოელებმა მწარე მარცხი იგემეს რუმინეთისგან, ქვეყნისგან, რომელმაც წინა წელს დააღწია თავი კომუნისტი დიქტატორის მარწუხებს. 


რუმინელებთან მარცხს მუნდიალის მოქმედ ჩემპიონ არგენტინასთან იგივე ანგარიშით (0:2) წაგება მოყვა, ბოლო ტურში კი სრულიად უპროგნოზო შედეგი დაფიქსირდა: ლობანოვსკის გუნდმა იმ მუნდიალის მთავარი აღმოჩენა-გუნდი, ვალერი ნეპომნიაშჩის გაწვრთნილი კამერუნი პირწმინდად დაჩაგრა - 4:0. 


საბჭოელი ვალერების დაპირისპირებაში გამარჯვებამ საბჭოთა კავშირს არაფერი მოუტანა - გუნდმა აპენინურ მუნდიალზე გამოსვლა ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა.


ლობანოვსკიმ იტალიიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მიაშურა, ნაკრები კი ანატოლი ბიშოვეცმა ჩაიბარა, თუმცა სსრკ-ს ეროვნული გუნდი მალევე იქცა წარსულად, იმისდა მიუხედავად, რომ ბიშოვეცის გუნდმა ევრო 92-ის საგზური არიგო საკის გაწვრთნილი იტალიის დაჩაგვრის ხარჯზე მოიპოვა, შვედეთში კი შეცვლილი დასახელებით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელით იასპარეზა.



საბჭოთა კავშირი დაიშალა და უმალ წარსულს ჩაბარდა საბჭოური ფეხბურთის დიდებაც. სისხლში ამოსვრილი ნამგალი და უროთი შეკოწიწებული იმპერიის 15-მა რესპუბლიკამ საკუთარი სოციალური, ეკონომიკური და სპორტული იდენტობისა და აღიარების ძიება დაიწყო. ისტორიის კუთვნილებად იქცა ის დღეები, რომლითაც სსრკ ევროპასა თუ მსოფლიოს თავს აწონებდა, იქნებოდა ეს ისტორიული პირველი ევროპის ჩემპიონობა, ევროპის სამი ვიცე-ჩემპიონობა, მოგებული საკლუბო ევროთასები თუ 80-იანი წლების  „ოქროს თაობის“ ლამაზი ნაკრები.

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ევროპის ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არანაირი მექსიკაში გადატანა — ფიფას უარი ირანს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არანაირი მექსიკაში გადატანა — ფიფას უარი ირანს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კანზას-სიტის მერი პრობლემებზე: მსოფლიო ჩემპიონატი საფრთხეშია?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კანზას-სიტის მერი პრობლემებზე: მსოფლიო ჩემპიონატი საფრთხეშია?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში: ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში: ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბოიკოტი თუ დისკვალიფიკაცია: ვინ დაიკავებს ირანის ადგილს მუნდიალზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბოიკოტი თუ დისკვალიფიკაცია: ვინ დაიკავებს ირანის ადგილს მუნდიალზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

არანაირი მექსიკაში გადატანა — ფიფას უარი ირანს

News image

16 მარ, 2026

კანზას-სიტის მერი პრობლემებზე: მსოფლიო ჩემპიონატი საფრთხეშია?

News image

15 მარ, 2026

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში: ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

News image

14 მარ, 2026

ბოიკოტი თუ დისკვალიფიკაცია: ვინ დაიკავებს ირანის ადგილს მუნდიალზე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება