საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტური სენსაციურად გაიხსნა - უკვე გავარდნილმა ტყიბულის მეშახტემ ჩემპიონობისთვის მებრძოლ თბილისის დინამოს შინ 3:0 სძლია. ამ შედეგით შესაძლოა, სამშაბათს გასამართი საჩემპიონო მატჩად შერაცხული იბერია 1999-ისა და ბათუმის დინამოს დაპირისპირებას უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს.
ორშაბათისა და სამშაბათის მატჩებამდე ეროვნული ლიგის ცხრილი ასე გამოიყურება:

ეს ამ სეზონში იბერიასა და ბათუმის დინამოს მეოთხე დაპირისპირებაა. სამიდან ორ შეხვედრაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, მეორე წრის მატჩში ბათუმელებმა იმარჯვეს.
პირველი წრის მატჩი 18 აპრილს ბათუმში გაიმართა და თბილისელთა სოლიდური გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ დინამომ კარში უფრო მეტჯერ დაარტყა ვიდრე იბერიამ, სტუმრებმა 3-ჯერ გაიტანეს, მეგრელიშვილმა კი ბათუმელების ყველა დარტყმა მოიგერია.

მეორე წრის მატჩი 29 მაისს თბილისში გაიმართა - მესხზე იბერიამ ვახო ბედოშვილის ერთადერთი გოლით მოიგო.

25-ე ტურის მატჩში უკვე ბათუმელებმა იმარჯვეს - გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა იბერია მაურიდესისა და თორნიკე კირკიტაძის გოლებით დაამარცხეს.

პოტენციური საჩემპიონო მატჩს თბილისელები შესანიშნავი განწყობითა და ფორმით ხვდებიან - იბერია ჩემპიონატში შვიდი მატჩია წაუგებელია, ხოლო კონფერენს ლიგის ბოლო ტურში ესპანური ხეტაფე დაამარცა.
რაც შეეხება ბათუმის დინამოს, ჭიაბრიშვილის გუნდი ეროვნული ლიგის უკანასკნელ 16 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - ორი ტურის წინ დინამოს სპაერმა 3:2 სძლია. უკანასკნელ ორ შეხვედრაში ბათუმელებმა ჯერ დაძაბულ ბრძოლაში რუსთავი, ხოლო შემდეგ გორის დილა დაამარცხეს.
შეგახსენებთ, იბერია 1999-ისა და ბათუმის დინამოს მატჩი სამშაბათს, 1 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00-ზე გაიმართება.