ოქროს ბურთის ორგანიზატორებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ 2026 წლის სხვადასხვა კატეგორიის ნომინანტთა სიები 8 სექტემბერს გამოქვეყნდება.
დაჯილდოების ისტორიული, 70-ე საიუბილეო ცერემონია კი 26 ოქტომბერს, 2019 წლის შემდეგ პირველად, პარიზის ნაცვლად ლონდონში გაიმართება. ეს ლოკაციის ცვლილება ჯილდოს ისტორიაში პირველი გამარჯვებულის, ინგლისელი ლეგენდის, სერ სტენლი მეთიუზისადმი მიძღვნილი პატივისცემის ნიშანია.
გამარჯვებულებს სპეციალიზებული ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
თითოეული ამომრჩეველი ნომინანტებიდან 10 საუკეთესო მოთამაშეს ირჩევს, სადაც ფასდება მათი ინდივიდუალური მიღწევები, გუნდური ტიტულები და სპორტული სულისკვეთება.
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს ეს პრესტიჟული ჯილდო პსჟ-ს ფრანგმა ვარსკვლავმა, უსმან დემბელემ მოიპოვა.