იბერია 1999-ის პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, კლუბი მზად არის დინამო ბათუმის საკითხზე უეფაში სარეკომენდაციო წერილი გააგზავნოს.
ვესაუბრე მათ პრეზიდენტს. ვუთხარი, რომ მზად ვართ, მივწეროთ უეფას, ბათუმის დინამოს ევროტურნირებზე დისკვალიფიკაცია მოუხსნან. ვიღაცამ შეიძლება თქვას, თუ მათ ბანი დაედებათ, იბერია უფრო მარტივად გავა ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე, არა. ეგეთი გასვლა არაფერში გვჭირდება. თუ ეს მოხდება, გვაჯობებენ და ჩვენ გარეთ დავრჩებით, ესე იგი კონკურენციაში მოგვიგეს.
იბერია 1999-ის პრეზიდენტის სიტყვებს Geo Team ციტირებს.
წინა სეზონებში ფეხბურთელების ხელფასების დავალიანების საჩივრების საფუძველზე, დინამო ბათუმს უეფასგან ევროტურნირებზე გასვლის შემთხვევაში დისკვალიფიკაცია აქვს მოსახდელი.
დეკემბერში გადამწყვეტი სხდომა გაიმართება, სადაც ბათუმური კლუბი უეფას საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძვის, მათ შორის არიან იბერია 1999 და დინამო ბათუმი.
1. დინამო ბათუმი - 56 ქულა
2. იბერია 1999 - 55 ქულა
3. დინამო თბილისი - 54 ქულა
4. რუსთავი - 52 ქულა