ლივერპულმა ჩელსი პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა, მას შემდეგ, რაც ძირითადი 90 წუთი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ჯო გომესმა ლივერპულის მაისურით საბოლოოდ მოახერხა გოლის გატანა, თუნდაც ეს პენალტების სერიაში მომხდარიყო, სრულიად ლოგიკური იყო, რომ თანაგუნდელებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ მას მიეღო.
ჯო გომესმა (7.88 ქულა) მთელი მატჩი დამაჯერებლად ჩაატარა, შემდეგ კი პენალტების სერიაში ლივერპულისთვის უმნიშვნელოვანესი დარტყმა ზუსტად შეასრულა. ამის შემდეგ ვესლი ფოფანამ გადამწყვეტი პენალტი ვერ გამოიყენა.
სხვადასხვა გამოცემების საშუალო შეფასებებში მეორე ადგილი გიორგი მამარდაშვილმა (7.63 ქულა) დაიკავა. ქართველმა მეკარემ როგორც მატჩის მიმდინარეობისას, ისე პენალტების სერიაში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ბურთი მოიგერია.
VIDEO: მამარდას გმირობა პენალტების სერიაში - ლივერპული 1/4 ფინალშია
