გიორგი არაბიძემ ქუთაისის ტორპედო დატოვა.
Geo Team-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე შეწყდა.
მომდევნო მატჩიდან კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი (მიმდინარე სეზონში 8 გოლი, 13 საგოლე გადაცემა) ტორპედოს განაცხადში აღარ იქნება.
არაბიძის ტორპედოდან წასვლის კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ქართველი შემტევი ქუთაისურ გუნდში 2022-2024 წლებში თამაშობდა, შემდეგ სამხრეთ კორეულ ულსანში გადავიდა, 2025 წელს კი კვლავ ტორპედოში დაბრუნდა.