VIDEO: მამარდას გმირობა პენალტების სერიაში - ლივერპული 1/4 ფინალშია
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალში ლივერპული ენფილდზე ჩელსის დაუპირისპირდა.
მერსისაიდელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა.
შეხვედრის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. პირველ ტაიმში ზუსტი პენალტები მორგან როჯერსმა და კოდი გაკპომ გაცვალეს.
მატჩის 78-ე წუთზე მარკო პალესტრას ლონდონელთა დაწინაურება შეეძლო, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა რთული ბურთი მოიგერია.
გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო, რომელშიც ლივერპულმა 6-5 იმარჯვა.
როცა ანგარიში 5-5 იყო, რაიან გრავენბერხმა თავისი დარტყმა ვერ გამოიყენა, ხოლო თუ ემანუელ ემეგა გოლს გაიტანდა, ჩელსი შემდეგ ეტაპზე გავიდოდა, თუმცა აქ საქმეში მამარდაშვილი ჩაერთო და გადამწყვეტი პენალტი მოიგერია.
ამის შემდეგ ჯო გომესმა თავისი დარტყმა ზუსტად შეასრულა, ხოლო უესლი ფოფანამ დარტყმული კარს ააცილა და ლივერპული ინგლისის ლიგის თასის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.