-
Aa
+
ფონტის ზომა
სანაცვლოდ კლიპერსმა ბრენდონ ინგრემი, გრეიდი დიკი, პირველი რაუნდის ორი მომავალი დრაფტის არჩევანი, პირველი რაუნდის პიკების ერთი გაცვლის უფლება და მეორე რაუნდის ორი მომავალი დრაფტის არჩევანი მიიღო.
ლეონარდი რეპტორსში ბრუნდება, სადაც 2018/19 წლების სეზონში თამაშობდა და კლუბს ისტორიაში პირველი NBA-ის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.
ტორონტოს საჩემპიონო სეზონში ლეონარდი NBA-ის ფინალების MVP გახდა, ასევე მოხვდა NBA-ის მეორე სიმბოლურ ხუთეულსა და ლიგის საუკეთესო დამცველთა მეორე სიმბოლურ ხუთეულში.
ლოს ანჯელესში დაბადებულ ლეონარდს NBA-ში ჩატარებულ 798 მატჩში (769 სასტარტო ხუთეულში) საშუალოდ 20.7 ქულა, 6.4 მოხსნა, 3.1 შედეგიანი გადაცემა და 1.7 ჩაჭრა აქვს. ის პარკეტზე საშუალოდ 31.8 წუთს ატარებდა.
NBA-ში გატარებული 14 სეზონის განმავლობაში ლეონარდმა სან ანტონიო სპურსში (2011-18), ტორონტოსა და ლოს ანჯელეს კლიპერსში (2019-26) ითამაშა.
ლეონარდი NBA-ის ოლ სტარის 7-გზის მონაწილე, All-NBA-ის 7-გზის წევრი და ლიგის საუკეთესო დამცველთა სიმბოლური გუნდის 7-გზის წევრია.
ის 2-ჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი, 2-ჯერ მოიგო ფინალების MVP-ის ჯილდო და 2-ჯერ დასახელდა NBA-ის წლის საუკეთესო დამცველად. 2021 წელს ლეონარდი ასევე შეიყვანეს NBA-ის 75-ე საიუბილეო გუნდში.
2011 წლის NBA-ის დრაფტზე ლეონარდი მე-15 ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია, რის შემდეგაც მასზე უფლებები სან ანტონიო სპურსს გადაეცა.
გასულ სეზონში ლეონარდი საშუალოდ კარიერისთვის სარეკორდო 27.9 ქულას აგროვებდა. ეს მისთვის ზედიზედ მე-7 სეზონი იყო, როდესაც საშუალოდ მინიმუმ 20.0 ქულას აგროვებდა.
MVP-ის კენჭისყრაში მან მე-7 ადგილი დაიკავა, მონაწილეობა მიიღო NBA-ის ოლ სტარის მატჩში და All-NBA-ის მეორე სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
ბრენდონ ინგრემი გასულ სეზონში რეპტორსის შემადგენლობაში 77 მატჩში საშუალოდ 21.5 ქულას, 5.6 მოხსნასა და 3.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, პარკეტზე კი საშუალოდ 33.8 წუთს ატარებდა. ტორონტომ ის ნიუ ორლეანსიდან 2025 წლის თებერვალში დაიმატა.
გრეიდი დიკი ტორონტომ 2023 წლის NBA-ის დრაფტზე მე-13 ნომრად აირჩია. რეპტორსის მაისურით ჩატარებულ 190 მატჩში ის საშუალოდ 9.2 ქულას, 2.5 მოხსნასა და 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, პარკეტზე კი საშუალოდ 20.6 წუთს ატარებდა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები