ჩიკაგოში მკლავჭიდის ღონისძიება East vs West 18 გაიმართა, სადაც ლევან საგინაშვილმა მორიგი დომინანტური პერფორმანსი აჩვენა.
ქართველის მეტოქე იტალიელი ერმეს გასპარინი იყო, რომელსაც ლევანმა მცირე შანსიც კი არ დაუტოვა და 5-0 გაანადგურა.
ამ გამარჯვებით ქართველმა ჰალკმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის ტიტული დაიცვა.
36 წლის საგინაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მკლავჭიდელის წოდებას კვლავ ინარჩუნებს და მის ამ ტიტულს ეჭვქვეშ კვლავ არ ტოვებს.