3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მათ ურთიერთობას ხელი ვერ შეუშლია იმ ფაქტმაც კი, რომ მაგუი ბავშვობიდან სპორტინგის გულშემატკივარი გახლდათ, ხოლო ჟოაო იმ პერიოდში მათი მთავარი კონკურენტის, ბენფიკას ღირსებას იცავდა, საიდანაც მოგვიანებით მადრიდის ატლეტიკოში გადავიდა.
წყვილის ურთიერთობაში პირველი სერიოზული სკანდალი 2022 წლის მაისში მოხდა, როდესაც მაგუის პორტუგალიელ ფეხბურთელ პედრო პოროსთან ღალატი დააბრალეს. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც სპორტინგში მოასპარეზე პორო, სტადიონზე ბავშვების თხოვნის მიუხედავად, მაისურს მაგუის გადასცემს.
Havia muita gente a querer a camisola mas parece que o Porro sabia a quem dar 😏 pic.twitter.com/7dquGesxqF
— Sporting Adeptos (@Sporting_CPAdep) May 15, 2022
მოგვიანებით გავრცელდა კლუბ Lust-ში გადაღებული კადრებიც, სადაც იქ მყოფი ხალხის თქმით მათ ერთმანეთს აკოცეს.
ხმაურს მაგუი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა:
თუ ვინმესთვის კოცნა მინდოდა, ეს ნამდვილად არ მოხდებოდა Lust-ში, მით უმეტეს VIP ზონაში მცირე აივანზე, მთელი ღამის კლუბის თვალწინ. არანაირი კოცნა არ ყოფილა, არაფერი ყოფილა.
ბრალდებები კატეგორიულად უარყო თავად პორომაც:
სიტუაცია ძალიან უსიამოვნოა, მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, თუმცა არავინ არავის ღალატობს.
2023 წლის ივნისში, მას შემდეგ რაც ჟოაო ფელიქსის ჩელსიში იჯარის ვადა ამოიწურა, მაგუიმ ოფიციალურად დაადასტურა ოთხწლიანი ურთიერთობის დასასრული. აღსანიშნავია, რომ მანამდე მოდელი მონაკოში, ფორმულა 1-ის ვარსკვლავ ლანდო ნორისთან ერთად დააფიქსირეს.
ჟოაოსთან განშორების შესახებ მაგუიმ სოციალურ ქსელში დაწერა:
ჟოაო და მე რამდენიმე წელი ერთად ვიღწვოდით საერთო მიზნებისთვის, ცვლილებების, ზრდისა და სწავლის ფონზე, თუმცა გარკვეული დროა წყვილი აღარ ვართ, ბედნიერი ვარ, რომ მისი ცხოვრების ნაწილად ვრჩები. ჩვენ ისევ ისე ვმეგობრობთ, როგორც ყოველთვის.
2023 წლის სექტემბერში, როდესაც ფელიქსი იჯარით ბარსელონაში გადავიდა, ინტერნეტში ჭორები გავრცელდა, თითქოს წყვილი ისევ შერიგდა, რადგან მაგუიმ ფელიქსის ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა. ჟოაომ ეს ხმები პირდაპირ უარყო და განაცხადა, რომ ეს სიმართლე არ იყო და იგი მარტოხელა გახლდათ.
ამ პერიოდიდან მაგუისა და ლანდო ნორისის ურთიერთობა უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა, თუმცა პერიოდულად წყდებოდა კიდეც. 2024 წლის სექტემბერში, ჰოლანდიის გრან-პრის მოგების შემდეგ, ნორისმა განაცხადა: „შეყვარებული მჭირდება, არ მყავს“. 2025 წელს წყვილმა ურთიერთობა განაახლა. მაგუი აქტიურად ესწრებოდა ნორისის რბოლებს, ხოლო დეკემბერში, აბუ-დაბიში ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, მათ საჯაროდ აკოცეს ერთმანეთს, რასაც მაგუის პოსტიც მოჰყვა წარწერით: „ჩემი პატარა მსოფლიო ჩემპიონი“.
2026 წლის თებერვალში, ბახრეინში წინასასეზონო ტესტების დროს, ლანდო ნორისმა თავის ყოფილ თანაგუნდელ კარლოს საინსს საუბარში გაუმხილა, რომ მაგუის კვლავ დაშორდა. საინსის კითხვაზე, ყველაფერი კარგად იყო თუ არა მასსა და მაგუის შორის, ნორისმა უპასუხა:
არა, ახლა თავისუფალი მამაკაცი ვარ.
ამ დაშორებიდან რამდენიმე თვეში, 2026 წლის აგვისტოში, დრამატულმა ისტორიამ ახალი სახე მიიღო, როდესაც მაგუი კორსეირო და ჟოაო ფელიქსი პორტუგალიაში, ალგარვეს ღამის კლუბ Praia na Villa-ში ერთად დააფიქსირეს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ცალ-ცალკე, მეგობრებთან ერთად მივიდნენ, ისინი დილამდე საუბრობდნენ, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში ერთმანეთი კვლავ გამოიწერეს.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები