ესპანეთის ქალთა ლიგის (Liga F) მე-6 ტურში ბარსელონამ მადრიდის რეალი სარეკორდო ანგარიშით, 7:0 გაანადგურა.
სამეფო კლუბმა კატალონიელებთან ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე მარცხი იწვნია. პირველსავე ტაიმში ბარსელონას ფორვარდმა კლაუდია პინამ ოთხი გოლი გაიტანა და მატჩის ბედი ფაქტობრივად საწყის 45 წუთში გადაწყვიტა.
ბოლო შემთხვევა, როდესაც რეალმა ბარსელონასთან 7 ან მეტი ბურთის სხვაობით წააგო, 2019 წელს დაფიქსირდა - მაშინ კატალონიელებმა 9:1 გაიმარჯვეს.
ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონებმა ახალ სეზონში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს, 18 ქულა დააგროვეს და ჩემპიონატს 100%-იანი შედეგით ლიდერობენ.
მადრიდის რეალი ბლაუგრანას უკვე 5 ქულით ჩამორჩება.