9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სომხეთთან 0-3 მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, ბურთის ფლობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. კონტრშეტევებზე კარგი თამაშით აქამდეც გამოვირჩეოდით, პირველ ნახევარში კი უფრო პოზიციურად ვცადეთ თამაში და ეს საინტერესო იყო.
რა თქმა უნდა, მეორე ნახევარში, როდესაც ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, თამაშის ხასიათი შეიცვალა და ტემპიც აღარ იყო ისეთი მაღალი.
საპასუხო მატჩში გარკვეული ცვლილებები იქნება. გვიბრუნდება გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია. როგორც ყოველთვის, ვეცდები ისეთი შემადგენლობა შევარჩიო, რომელიც საუკეთესო თამაშს აჩვენებს. უნდა ვკონცენტრირდეთ მომდევნო მატჩზე და ვეცადოთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ.
შესაძლოა, სხვა ფეხბურთელების შესრულებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოთამაშეებს, რომლებიც მოედანზე გავლენ, ექნებათ სურვილი მაჩვენონ მე და მთელ ქვეყანას, რომ იმსახურებენ თამაშს.
გიორგი მიქაუტაძეს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა. სომხეთის ნაკრები კარგად შევისწავლეთ და ვიცოდით, რომ ისინი დიდ სივრცეებს დატოვებდნენ. მიქაუტაძეს, საკუთარი სისწრაფის ხარჯზე, ამ სივრცეების ათვისების შესაძლებლობა ექნებოდა და ეს შესაძლებლობა გამოიყენა.
დღეს, ოთხი მცველით ვითამაშეთ და ცენტრალურ ზონაში ლოჩოშვილი-გოგლიჩიძე მოქმედებდნენ. კაშია თამაშს ტოვებდა და ვიფიქრეთ, რომ საუკეთესო დრო იყოს გარკვეული სიახლეებისთვის.
კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით დაცვაში. იმედი მაქვს, კვირას იმავე დონის თამაშს ვიხილავთ, თუნდაც სხვა ფეხბურთელების შესრულებით". - სანიოლის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
23 მარტს, საქართველოს ნაკრები სომხეთს დინამო არენაზე უმასპინძლებს.
VIDEO: დამაჯერებელი გამარჯვება ერევანში - საქართველოს ნაკრებმა სომხეთი გაანადგურა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები