VIDEO: დამაჯერებელი გამარჯვება ერევანში - საქართველოს ნაკრებმა სომხეთი გაანადგურა
20 მარ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის B/C დივიზიონის პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სომხეთი გაანადგურა.
შეხვედრა ერევანში გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
დუბლი გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა, კიდევ ერთი გოლი კი გიორგი ქოჩორაშვილმა შეაგდო, რომელმაც 33-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
საქართველომ ამ გამარჯვებით B დივიზიონში დასარჩენად უდიდესი ნაბიჯი გადადგა და შეიძლება ისიც ითქვას, რომ 23 მარტს თბილისში გასამართი მატჩი ფორმალობად აქცია.