ბრაზილიურმა სანტოსმა მადრიდის რეალს არაოფიციალურად მიმართა და თავისი აკადემიის აღზრდილის, როდრიგოს 2027 წლის პირველ ნახევარში იჯარით დამატების სურვილი გამოთქვა. კლუბს სურს, რომ ვარსკვლავურმა შემტევმა პაულისტას ჩემპიონატში ითამაშოს.
მიუხედავად ამ ინტერესისა, ესპანური გრანდის პოზიცია მკაცრია, მადრიდის რეალი 25 წლის ფეხბურთელის გაშვებას არც იჯარით და არც სრულად არ განიხილავს. მძიმე ტრავმის (ჯვარედინი იოგებისა და მენისკის გაწყვეტა) მიუხედავად, ჟოზე მოურინიო ბრაზილიელს გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს და მზადაა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ფორმაში შესასვლელად სრული ნდობა და დრო გამოუყოს.
თავად როდრიგომ, რომელმაც სარეაბილიტაციო ეტაპის ნაწილი სწორედ სანტოსის ბაზაზე გაიარა, პრემიერლიგის კლუბების შეთავაზებები უკვე უარყო და მხოლოდ ესპანეთში დარჩენაზეა ფოკუსირებული.
რაც შეეხება სანტოსს, კლუბი საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია და როდრიგოს გარდა, ისეთი მოთამაშეების მომავალზე მუშაობს, როგორებიც ნეიმარი, ფილიპე კოუტინიო, ევერტონ სებოლინია და გაბრიელ ბარბოსა არიან.