თბილისში სტარტი კალათბურთის 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა აიღო.
პირველ დღეს მასპინძელი საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდა და 73-98 დამარცხდა. ქართველთა მხრიდან გამორჩეულები დადუ ტრაპაიძე და საბა პატაშური იყვნენ.
დადუ ტრაპაიძე - 23 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა, ეფექტურობა +17
საბა პატაშური - 18 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 7 ჩაჭრა
U16 ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის შედეგები ასეთია:
ესტონეთი 65-85 ლიეტუვა
თურქეთი 76-65 ისრაელი
საქართველო 73-98 ესპანეთი
გერმანია 60-86 სერბეთი
შვეიცარია 36-101 საფრანგეთი
ფინეთი 63-82 სლოვენია
რუმინეთი 69-105 იტალია
ლატვია 74-68 საბერძნეთი
საქართველოს ნაკრები 9 აგვისტოს - სერბეთს, 10 აგვისტოს კი გერმანიას დაუპირისპირდება. სამივე მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.