საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.
იტალიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა უდანაკარგოდ, 4:0 იმარჯვა და დამაჯერებლად შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა.
გამარჯვებები ლაშა ბექაურმა, სოფიო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.
ფინალში გასასვლელად ჩვენი ნაკრები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ იაპონიას დაუპირისპირდება.