ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ფინალში შეძლო გასვლა.
ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იაპონია იყო, რომელიც საქართველომ 4:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც კორეის ნაკრებს დაუპირისპირდება.
გამარჯვებების მოპოვება თუშიშვილმა, ლიპარტელიანმა, ბახბახაშვილმა და ბექაურმა მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის ნაკრები გუნდურში ისტორიაში პირველად დავამარცხეთ.
ფინალში მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრები იქნება, ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.