თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ თავისუფალი ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე, 17-წლამდელთა შორის, საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.
ჩვენს გუნდს ვერცხლის მედალი მოუტანა დავით მძევაშვილმა (60 კგ.), რომელიც ფინალში დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მიიღო.
რაც შეეხება დანარჩენ 3 მედალს, ლაშა ქორიძემ (45 კგ.), გიორგი ნარიმანიძემ (51 კგ.) და საბა მინდიაშვილმა მე-3 ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.