• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტზე - საბერძნეთის ნაკრები
კალათბურთიკალათბურთი

საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტზე - საბერძნეთის ნაკრები

10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

საბერძნეთი იმ ექვსი ქვეყანიდან ერთ-ერთია, რომელსაც ევრობასკეტის ტიტული ერთზე მეტჯერ აქვს მოპოვებული და ეს ამაყი საკალათბურთო ქვეყანა მესამე ტიტულისთვის იბრძოლებს, ისინი კონტინენტურ ასპარეზზე ზედიზედ მეთვრამეტე მონაწილეობას მიიღებენ.


მიუხედავად ასეთი მრავალი შესაძლებლობისა, პოდიუმზე ასვლა ბერძნებისთვის კვლავ რთული ამოცანაა. ბოლოს საბერძნეთმა ევრობასკეტის სამეულში ადგილი 2009 წელს დაიკავა, როცა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ვასილის სპანულისი საშუალოდ 14 ქულასა და 4 გადაცემას აგროვებდა. ამ ზაფხულს კი 2005 წლის ისტორიული ტრიუმფიდან ზუსტად 20 წელი შესრულდება.


საბერძნეთმა უკვე დაიწყო თაობათა განახლება და რამდენიმე ახალგაზრდა მოსამზადებელ კემპზე მიიწვია. თუმცა, სწორედ მოტივირებულ და ამბიციურ ჯგუფზე - იანის ანტეტოკუნმპოზე, დინოს მიტოგლუსა და კოსტას სლუკასზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა გუნდი ტიტულის დაბრუნებას.


კალენდარი 


28 აგვისტო - იტალია

30 აგვისტო - კვიპროსი

31 აგვისტო - საქართველო

2 სექტემბერი - ბოსნია და ჰერცეგოვინა

4 სექტემბერი - ესპანეთი


გამორჩეული მოთამაშე


იანის ანტეტოკუნმპო საბერძნეთის ნაკრების სახე და NBA-ის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია. 30 წლის ანტეტოკუნმპო ეროვნულ გუნდში უკვე 11 წელია თამაშობს – დებიუტი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰქონდა. ეს მისი მესამე ევრობასკეტი იქნება, რომელსაც ორი მსოფლიო ჩემპიონატი და 2024 წლის ოლიმპიადა ემატება, თუმცა საბერძნეთს 2009 წლის ევრობასკეტის შემდეგ დიდ ტურნირებზე სამეულში ადგილი აღარ მოუპოვებია.


იანისი კვლავ იმავე დონეზე დომინირებს - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ძლიერი მოთამაშეა. მიუხედავად იმისა, რომ შორიდან სროლა კვლავ მისი სუსტი მხარეა, ბოლო წლებში მისი პლეიმეიქერის უნარები საგრძნობლად გაუმჯობესდა. ახლა ის თამაშის ორივე მხარეს უნივერსალური და გამორჩეულია.



მილუოკი ბაქსის ლიდერმა 2024 წლის ოლიმპიადაზე საშუალოდ 25.8 ქულა, 6.3 მოხსნა და 3.5 გადაცემა დააგროვა. საბერძნეთი მეოთხედფინალამდე მივიდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდი, თუმცა გერმანიასთან დამარცხდა. ანალოგიურად, 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხედფინალშიაც სწორედ გერმანიასთან წააგეს, მიუხედავად იმისა, რომ იანისმა საშუალოდ 29.3 ქულა, 8.8 მოხსნა და 4.7 გადაცემა მიითვალა. ევრობასკეტ 2025-ზე წარმატებისთვის ანტეტოკუნმპოს ოპტიმალური ფორმა დასჭირდება.


ისტორია


ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვებით საბერძნეთმა ტურნირზე უკვე 29-ე მონაწილეობა გაინაღდა, რაც კიდევ უფრო ამყარებს მათი, როგორც ევროპის ერთ-ერთი საკალათბურთო გრანდის რეპუტაციას. ეს იქნება მათთვის ზედიზედ მეთვრამეტე ევრობასკეტი.


ბერძნებს 1985 წლის შემდეგ ტურნირი არ გამოუტოვებიათ. ისინი ჩემპიონები 1987 და 2005 წლებში გახდნენ, 1989-ში ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო 2009 წელს მესამე ადგილი დაიკავეს. 1987 წლიდან მოყოლებული საბერძნეთმა რვაჯერ დაიკავა ტოპ 4 პოზიცია.


ჩემპიონები - 1987, 2005

მეორე ადგილი - 1989

მესამე ადგილი - 1949, 2009


საუკეთესო მექულეები ევრობასკეტზე


1. ნიკოს გალისი - 33 მატჩი, 1031 ქულა

2. პანაგიოტის იანაკისი - 58 მატჩი, 769 ქულა

3. გიორგოს კოლოკიტასი - 25 მატჩი, 488 ქულა

4. პანაგიოტის ფასულასი - 43 მატჩი, 473 ქულა

5. იოანის ბურუსისი - 53 მატჩი, 468 ქულა

6. ნიკოს ზისისი - 31 მატჩი, 449 ქულა

7. ვასილის სპანულისი - 38 მატჩი, 429 ქულა

8. ტეოფანის ხრისტოდულუ - 40 მატჩი, 379 ქულა

9. ნიკ კალატესი - 41 მატჩი, 365 ქულა

10. ანტონიოს ფოცისი - 44 მატჩი, 353 ქულა


როგორ გავიდა საბერძნეთი ევრობასკეტზე

საბერძნეთი 72-64 ჩეხეთი

ნიდერლანდები 72-74 საბერძნეთი

დიდი ბრიტანეთი 73-72 საბერძნეთი

საბერძნეთი 77-67 დიდი ბრიტანეთი

ჩეხეთი 89-93 საბერძნეთი

საბერძნეთი 63-53 ნიდერლანდები


იანისის ლიდერობით - საბერძნეთის 12-კაციანი შემადგენლობა დასახელდა


საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტზე - იტალიის ნაკრები

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ევრობასკეტი
საბერძნეთი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

რამდენს შეუძლია ბურთის თითზე დატრიალება?

•კალათბურთი

ჯანსაღი ცხოვრება

რამდენს შეუძლია ბურთის თითზე დატრიალება?
•კალათბურთი

ჯანსაღი ცხოვრება

ჩვენი ლეგიონერი ქართული სიტყვების გამოთქმას ცდილობს

•კალათბურთი

ჯანსაღი ცხოვრება

ჩვენი ლეგიონერი ქართული სიტყვების გამოთქმას ცდილობს
•კალათბურთი

ჯანსაღი ცხოვრება

რას ირჩევენ ნაკრების მოთამაშეები?

•კალათბურთი

ჯანსაღი ცხოვრება

რას ირჩევენ ნაკრების მოთამაშეები?
•კალათბურთი

ჯანსაღი ცხოვრება

საქართველოს ნაკრები კვიპროსში ჩაფრინდა - თორნიკე შენგელია გუნდს ლიმასოლში შეუერთდა

•კალათბურთი

კალათბურთი

საქართველოს ნაკრები კვიპროსში ჩაფრინდა - თორნიკე შენგელია გუნდს ლიმასოლში შეუერთდა
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

8 სთ წინ

რამდენს შეუძლია ბურთის თითზე დატრიალება?

News image

8 სთ წინ

ჩვენი ლეგიონერი ქართული სიტყვების გამოთქმას ცდილობს

News image

8 სთ წინ

რას ირჩევენ ნაკრების მოთამაშეები?

News image

12 სთ წინ

საქართველოს ნაკრები კვიპროსში ჩაფრინდა - თორნიკე შენგელია გუნდს ლიმასოლში შეუერთდა