• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტზე - იტალიის ნაკრები
კალათბურთიკალათბურთი

საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტზე - იტალიის ნაკრები

24 აგვ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

იტალია დიდი ხანია ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ საკალათბურთო ქვეყნად ითვლება, რომელსაც აქვს ორი ევრობასკეტის ტიტული და 38 მონაწილეობიდან 10 ჯამური საპოდიუმო ადგილი. თუმცა, იტალიელთა დიდების დღეები უკვე ცოტათი შორს არის და ისინი იმედოვნებენ, რომ 2023-ში გადალახული მთავარი ბარიერი ამ ზაფხულსაც განმეორდება.


იტალიამ მსოფლიო თასი 2023-ის მეოთხედფინალში გასვლა შეძლო – რაც მათი პირველი რვა საუკეთესოში მოხვედრა იყო ამ ტურნირზე 25 წლის განმავლობაში, 1998-ის შემდეგ. ევროპის მასშტაბით მეოთხედფინალები კი უკვე ჩვევად იქცა იტალიისთვის – ბოლო ოთხივე ტურნირზე მივიდნენ იქამდე, მაგრამ არცერთში არ მოუგიათ, ხოლო მათი ბოლო საპრიზო ადგილი 2003 წელს იყო, როცა მესამე ადგილი დაიკავეს.


იტალიამ უკვე დაიწყო თაობათა ცვლილების შედეგების ნახვა. გაბრიელე პროჩიდა და მატეო სპანიოლო უფრო მნიშვნელოვან ფიგურებად ჩამოყალიბდნენ, რათა დახმარება გაუწიონ ვარსკვლავ სიმონე ფონტეკიოსა და ვეტერანებს დანილო გალინარისა და ნიკოლო მელის, რომ გუნდს კვლავ დაუბრუნონ ძველი დიდება.


კალენდარი


28 აგვისტო - საბერძნეთი

30 აგვისტო - საქართველო

31 აგვისტო - ბოსნია და ჰერცეგოვინა

2 სექტემბერი - ესპანეთი

4 სექტემბერი - კვიპროსი


გამორჩეული მოთამაშე


სიმონე ფონტეკიო აძურის სახედ იქცა მას შემდეგ, რაც NBA-ში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა და ლიგაში უკვე მესამე სეზონი დაასრულა. ის განსაკუთრებით კარგად თამაშობს ნაკრებში – სამი მთავარი ტურნირის განმავლობაში ზედიზედ 18+ ქულა აქვს საშუალოდ.



ფონტეკიოს შეუძლია თამაშის წარმართვა როგორც შორეული სროლებით, ასევე შესვლებით. მისი კარგი ფიზიკური მონაცემები და ძალა მას ასევე საშუალებას აძლევს კარგად იბრძოლოს ფარზე. მაიამი ჰიტის ახალ ფორვარდს კარგად ესმის თამაშის ტაქტიკა, რის გამოც სისტემურ კალათბურთში ორივე მხარეს გამორჩეულად თამაშობს. ახლა, 29 წლის ასაკში, ფონტეკიომ საკმარისი გამოცდილება დააგროვა, რათა ლიდერის როლი მეტწილად საკუთარ თავზე აიღოს.


ფონტეკიოს პირველი დიდი ტურნირი 2020 წლის ოლიმპიადა იყო, სადაც საშუალოდ 19 ქულას აგროვებდა. შემდეგ მან ევრობასკეტ 2022-ზე 19 ქულა და 4 მოხსნა დააფიქსირა, ხოლო მსოფლიო თასზე 18 ქულა და თითქმის 6 მოხსნა. ამ ზაფხულსაც სწორედ მასზე იქნება საჭირო ძირითადი ქულების მოპოვება და მისი თამაში სხვა ასპექტებშიც დაეხმარება გუნდს.


ისტორია


იტალიის კვალიფიკაცია ევრობასკეტ 2025-ზე მათთვის 39-ე მონაწილეობა იქნება ევროპის წამყვან ტურნირზე, რაც მათ ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ქვეყნად აქცევს კონტინენტზე. 41 ჩატარებული ევრობასკეტიდან, იტალია მხოლოდ სამ ტურნირზე ვერ გავიდა – 1949, 1961 და 2009 წლებში. მათ ორჯერ მოიგეს ევროპის ჩემპიონობა – 1983 და 1999 წლებში. ეს ორი ტიტული იტალიის საუკეთესო ეპოქის ნაწილი იყო, როცა 11 ტურნირიდან 6-ზე საპოდიუმო ადგილი მოიპოვეს 1983-2003 წლებში, მათ შორის 9-ჯერ რვა საუკეთესო გუნდში. მაგრამ ბოლო საპრიზო ადგილი 2003 წელს დაფიქსირდა.


ჩემპიონები - 1983, 1999

მეორე ადგილი - 1937, 1946, 1991, 1997

მესამე ადგილი - 1971, 1975, 1985, 2003


საუკეთესო მექულეები ევრობასკეტზე


1. დინო მენეჯინი - 57 მატჩი, 638 ქულა

2. მარკო ბელინელი - 35 მატჩი, 528 ქულა

3. ანტონელო რივა - 24 მატჩი, 469 ქულა

4. რენატო ვილალტა - 39 მატჩი, 448 ქულა

5. მასიმო მასინი - 40 მატჩი, 447 ქულა

6. პიერლუიჯი მარცორატი - 45 მატჩი, 392 ქულა

7. გრეგორ ფუკა - 31 მატჩი, 376 ქულა

8. კარლტონ მაიერსი - 24 მატჩი, 375 ქულა

9. ვალტერ მანიფიკო - 32 მატჩი, 373 ქულა

10. ლუიჯი დატომე - 32 მატჩი, 333 ქულა


როგორ გავიდა იტალია ევრობასკეტზე


იტალია 87-80 თურქეთი

უნგრეთი 62-83 იტალია

ისლანდია 71-95 იტალია

იტალია 74-81 ისლანდია

თურქეთი 67-80 იტალია

იტალია 67-71 უნგრეთი


შემადგენლობა


მარკო სპისუ, დანილო გალინარი, ნიკოლო მელი, სიმონე ფონტეკიო, დარიუს ტომპსონი, ჯამპაოლო რიჩი, მატეო სპანიოლო, გაბრიელე პროსიდა, სალიუ ნიანგი, მუჰამეტ დიუფი, ნიკოლა აკელე, ალესანდრო პაიოლა


საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტზე - ესპანეთის ნაკრები

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

კალათბურთი
ევრობასკეტი
იტალია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: სენსაცია რომში - ჯენარო გატუზოს კოშმარული დასაწყისი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სენსაცია რომში - ჯენარო გატუზოს კოშმარული დასაწყისი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მცველი და მეკარე - ასტონ ვილამ ორი ტრანსფერი დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მცველი და მეკარე - ასტონ ვილამ ორი ტრანსფერი დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - საქართველომ ისრაელი დამაჯერებლად დაამარცხა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - საქართველომ ისრაელი დამაჯერებლად დაამარცხა
•კალათბურთი

კალათბურთი

ისტორიული დღე ბარსელონასთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორიული დღე ბარსელონასთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 აგვ, 2026

VIDEO: სენსაცია რომში - ჯენარო გატუზოს კოშმარული დასაწყისი

News image

19 აგვ, 2026

მცველი და მეკარე - ასტონ ვილამ ორი ტრანსფერი დაადასტურა

News image

23 აგვ, 2026

VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - საქართველომ ისრაელი დამაჯერებლად დაამარცხა

News image

23 აგვ, 2026

ისტორიული დღე ბარსელონასთვის

კომენტარები

ლინკის დაკოპირება