VIDEO: სენსაცია რომში - ჯენარო გატუზოს კოშმარული დასაწყისი
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის თასის 1/32 ფინალში ლაციო სტადიო ოლიმპიკოზე ქვედა დივიზიონის მანტოვას დაუპირისპირდა და სენსაციურად 0-2 დამარცხდა.
რომაელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ჯენარო გატუზოს, რომლისთვისაც დედაქალაქური კარიერა საშინლად დაიწყო.
შეხვედრაში ანგარიში 75-ე წუთზე ფრანჩესკო რუოკომ გახსნა, კომპენსირებულ დროში კი ისმალ კაჯაზომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სერია B-ს ბინადარი მატოვა იტალიის თასის 1/16 ფინალში გავიდა, სადაც ლეჩესა და პალერმოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
,,ამ მარცხზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ" - განაცხადა ჯენარო გატუზომ ლაციოს სენსაციური მარცხის შემდეგ.
მას შემდეგ, რაც იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ზედიზედ მესამედ ვერ შეძლო, გატუზომ სკუადრა აძურა დატოვა და ლაციოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სადაც მაურიციო სარი შეცვალა.