VIDEO: კვერნაძემ იტალიური ფეხბურთის ლეგენდის გუნდთან ასისტი გააკეთა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი კვერნაძე სერია A-ს ახალი სეზონისთვის ემზადება და სატესტო მატჩებში შედეგიანად თამაშობს.
სამბენედეტეზესთან გოლისა და ბენევენტოსთან საგოლე გადაცემის შემდეგ, ქართველმა შემტევმა საგოლე მოქმედება ამჯერად სერია A-ს ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ ლაციოსთან შეასრულა.
ფროზინონე თანარეგიონელ ლაციალეს მე-12 წუთზე გატანილი გოლით უგებდა - კვერნაძემ უმწვავესი პასი გააკეთა, გოლი კი კალომ შეაგდო.
აღსანიშნავია, რომ ლაციოს მთავარი მწვრთნელი მილანისა და იტალიის ნაკრების ვარსკვლავი, ჯენარო გატუზოა, რომელიც 2022-23 წლებში გიორგი მამარდაშვილს ვალენსიაში წვრთნიდა, ხოლო რომაულ კლუბში დანიშვნამდე იტალიის ნაკრების დამრიგებელი გახლდათ.
ფროზინონელებმა ამით მოსამზადებელი ეტაპის ამხანაგური მატჩები დაასრულეს და ელოდებიან 16 აგვისტოს, როცა კოპა იტალიის ეგიდით, სერია B-ს წარმომადგენელ იუვე სტაბიას შეხვდებიან.
კვერნაძის გუნდი სერია A-ში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ახალი სეზონის გახსნით თამაშს 23 აგვისტოს, ბენიტო სტირპეზე, იტალიის 36-გზის ჩემპიონ იუვენტუსთან გამართავს.
კვერნაძის გარდა, სერია A-ს ახალ სეზონში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს და ორივე უდინეზეს რიგებში - საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე.