VIDEO: ვაკოს ასისტით შანდონმა თამაში სუპერ დრამატულად მოატრიალა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერ ლიგის 2026 წლის სეზონში მორიგი საგოლე მოქმედება შეასრულა.
ჩემპიონატის 22-ე ტურში, ქართველის შანდონ ტაიშანი ბოლო 4 ტურში ზედიზედ მომგებ ტიანძინ ძინმენ ტაიგერს ხვდებოდა. ვაკო მოედანზე 46-ე წუთიდან შევიდა, 79-ე წუთზე კი მისი გუნდი 0:1 ჩამორჩა.
დარჩენილ წუთებში შანდონელებმა მობილიზება შეძლეს, 2 გოლი გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს - პირველი გოლი ყაზაიშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გავიდა.
ქართველ შემტევს სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონის 22 თამაშში 11 საგოლე მოქმედება აქვს - 5 გოლი, 6 ასისტი. გასული სეზონის ჩათვლით, მის აქტივში 32 გოლი და 11 საგოლე პასია.
აღსანიშნავია, რომ შანდონმა ჩემპიონატი, ფედერაციის სანქციების გამო (სულ 9 გუნდი დაასანქცირეს), -6 ქულით დაიწყო, შესაბამისად, 22 ტურის შემდეგ 30 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზე იმყოფება - მეორეადგილოსან ქინდაო ვესთ ქოუსთან სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა.