გაირკვა, რომელი ადგილი დაიკავა საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ წყალბურთის 16-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა.
ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიასთან (4:20) და სერბეთთან (2:15) დიდი სხვაობით წააგო, პორტუგალია (7:4) და ურუგვაი (21:5) კი დაამარცხა და მე-17 ადგილისთვის საბრძოლველ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
ყაზახეთთან გამარჯვების (10:7) შემდეგ, ჩვენებმა სინგაპურთან (13:13) პენალტებით წააგეს და მე-19 ადგილისთვის მატჩში ნიდერლანდებს დაუპირისპირდნენ.
მატჩი ტიტების ქვეყნის წარმომადგენელთა სრული უპირატესობით წარიმართა და 16:4 დასრულდა. შედეგად, საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-20 ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, 16-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ხორვატია, რომელმაც ესპანეთს ფინალში 10:7 აჯობა, ხოლო მე-3 ადგილზე სერბეთი გავიდა - აშშ-ს პენალტებით მოუგეს.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია