გიორგი აბუაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის ახალი სეზონი გამარჯვების გოლით გახსნა - მეცმა გინგამს 2:1 მოუგო.
გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი ქვილითაიას წასვლის შემდეგ, მეცში დარჩენილმა ერთადერთმა ქართველმა გინგამს მე-60 წუთზე გაუტანა. არადა, თამაშს გინგამი იგებდა, თუმცა მეცელებმა 5-წუთიან ინტერვალში 2 გოლი შეაგდეს და 3 ქულა თავად აიღეს.
აბუაშვილმა ლიგა 1-ის გასული სეზონის 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ლიგა 2-ის ახალი სეზონი კი გოლით გახსნა და, იმედია, კიდევ ბევრჯერ შეაგდებს.
მეცმა საჭირო 3 ქულა მოიპოვა და მოემზადება გრენობლთან გასვლითი მატჩისთვის - 14 აგვისტოს.