ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

VIDEO: 2 წუთის დრამა თინეიჯერი შემტევის სადებიუტო გოლით - რა სცენარია?!
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

VIDEO: 2 წუთის დრამა თინეიჯერი შემტევის სადებიუტო გოლით - რა სცენარია?!

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისმა თანაქალაქელი სპაერი სტუმრად 2:1 დაამარცხა და ლიდერ იბერია 1999-ს მინიმუმამდე მიუახლოვდა.

არადა, მატჩს სპაერი იგებდა - 31-ე წუთზე, ლაშა კოხრეიძემ ახლო მანძილიდან გაიტანა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ რამდენიმე ძალიან რეალური მომენტი გაცვალეს, თუმცა 73-ე წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

დინამოელებმა 2-წუთიან ინტერვალში 2 გოლი შეაგდეს, რითაც თამაშის ბედი გადაწყდა - ჯერ 18 წლის კობა კაკაშვილმა ეროვნულ ლიგაში თავისთვის სადებიუტო გოლი შეაგდო, რასაც 37 წლის მათე ვაწაძის გოლი მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ კაკაშვილი მთავარ გუნდში თემურ ქეცბაიამ დააწინაურა - სუპერ თასის ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ ევროტურნირების 4-ვე შეხვედრაში ითამაშა, ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ მე-2 თამაშში კი გოლიც მიითვალა.

რაც შეეხება ვაწაძეს, მიმდინარე ჩემპიონატში მე-6 გოლი შეაგდო და მთავარ ბომბარდირ ველისოლს (სამგურალი) 3 გოლით ჩამორჩება.

დინამო თბილისმა 34 ქულა მოაგროვა, იბერია 1999-ს გაუთანაბრდა და ლიდერ რუსთავთან მხოლოდ 1-ქულიან დისტანციაშია. სათქმელია, რომ იბერიას, ორივესთან მიმართებით, თამაშით ნაკლები აქვს.

მომდევნო, 21-ე ტურის ეგიდით, დინამოელთა მეტოქე სწორედ რუსთავი იქნება - თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15 აგვისტოს გაიმართება. სპაერი ერთ-ერთ კონკურენტ გაგრას ესტუმრება - 17 აგვისტოს.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

დინამო თბილისი
ეროვნული ლიგა
ქეცბაია
საქართველო
სპაერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

3 სთ წინ

გაირკვა, რომელი ადგილი დაიკავა საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე

News image

2 სთ წინ

VIDEO: კვერნაძემ იტალიური ფეხბურთის ლეგენდის გუნდთან ასისტი გააკეთა

News image

2 სთ წინ

VIDEO: ვაკოს ასისტით შანდონმა თამაში სუპერ დრამატულად მოატრიალა

News image

2 სთ წინ

VIDEO: მეტოქის ქამბექი ენფილზე - ლივერპულმა ფრანგულ კლუბთან დიდი უპირატესობა გაანიავა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

გაირკვა, რომელი ადგილი დაიკავა საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე

•ქართული

ქართული

გაირკვა, რომელი ადგილი დაიკავა საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე
•ქართული

ქართული

VIDEO: კვერნაძემ იტალიური ფეხბურთის ლეგენდის გუნდთან ასისტი გააკეთა

•ფეხბურთი

ფეხბურთი