VIDEO: ქართული ბენეფისი - კვერნაძის სუპერ მატჩი იტალიის თასზე
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის თასის 1/32 ფინალში ფროზინონე იუვე სტაბიას დაუპირისპირდა და 4-1 გაანადგურა.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი კვერნაძე, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
ანგარიში მე-20 წუთზე სწორედ ქართველმა შემტევმა გახსნა, 29-ე წუთზე კი კვერნაძემ უკვე საგოლე გადაცემა მიითვალა და ფროზინონემ სხვაობა ორამდე გაზარდა.
პირველი ტაიმის ბოლომდე ქართველის გუნდმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და შესვენებაზე 3-0 ანგარიშით გავიდა.
71-ე წუთზე, როცა ანგარიში უკვე 3-1 იყო, გიორგი კვერნაძემ დუბლის შესრულება შეძლო და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ქართველი ფეხბურთელი დუბლითა და საგოლე პასით შეხვედრის MVP გახდა, ფროზინონე კი იტალიის თასის 1/16 ფინალში გავიდა, სადაც სასუოლოსა და ჩეზენას შორის გამარჯვებულს შეხვდება.