კადისს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე პოზიციის გაძლიერება სჭირდება.
ერთ-ერთი მათგანი მარჯვენა ფლანგია, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში უკვე არიან ხუან დიასი და ბენიატ დე ხესუსი.
კლუბი რამდენიმე კანდიდატს განიხილავს, მათ შორის კი კადისის ყურადღება დონეცკის შახტარის 25 წლის ქართველ მარჯვენა მცველზე, გიორგი გოჩოლეიშვილზე შეჩერდა.
Radio Cádiz-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი კადისის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად. თუმცა, ტრანსფერის განხორციელება რთულია, რადგან უკრაინული კლუბი მაღალ მოთხოვნებს აყენებს.
გოჩოლეიშვილი კადისის ერთადერთი ვარიანტი არ არის, სპორტული დირექტორის სიაში ასევე არიან ლუის პერესი და სხვა ფეხბურთელები.
გასულ სეზონში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გერმანიის ბუნდესლიგაში, კერძოდ ჰამბურგში, ასპარეზობდა, სადაც 27 მატჩი ჩაატარა.
ლა ლიგა 2-ში მოასპარეზე კადისის წევრი კიდევ ერთი ქართველი იური ტაბატაძეა, რომელმაც გასულ სეზონში 6 გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის.