საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ირის ანტმანსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა.
ახალი კონტრაქტის თანახმად ანტმანი საქართველოს ნაკრებში 2026 წლის ჩათვლით იმუშავებს. ინფორმაციას ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
ირის ანტმანი საქართველოს ქალთა ნაკრებს 2023 წლის აპრილიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა 18 მატჩი გამართა, საიდანაც 8 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 დათმო.
ირის ანტმანთან ერთად საქართველოს ქალთა ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში.
2025 წელს, საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგის C2 ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები კვიპროსი, მალტა და ანდორა იქნებიან.