საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა კაბო-ვერდესთან ამხანაგურ მატჩში ცნობილია.
გუგეშაშვილი; გოჩოლეიშვილი, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი; მექვაბიშვილი, გაგნიძე, მამუჩაშვილი; ლობჟანიძე, ქვილითაია, გულიაშვილი.
ეროვნულ გუნდს დღევანდელ შეხვედრაში ლაშა დვალი უკაპიტნებს.
მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელია არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ყურება პირველ არხზე შეგიძლიათ.