მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, ჯონ ვუდი ქართველის შონ ო'მალისთან გამარჯვებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ამას წელიწადზე მეტია ვამბობ... გართობა ფინიშებში უნდა გადაიზარდოს. ვულოცავ მერაბს "ჯანმრთელი" შონ ო'მალის დაფინიშებას მე-3 რაუნდში და ყველა დროის საუკეთესოს სტატუსის განმტკიცებას!
მადლობა ყველას, ვინც მზადების პროცესში იღებდა მონაწილეობას. ეს ნამდვილად გუნდური წარმატებაა!" - წერს ვუდი ინსტაგრამზე.
რამდენიმე დღეში ჯონ ვუდი მერაბთან და ნინა დრამასთან ერთად საქართველოს ეწვევა.
ფოტოისტორია: მანქანა შეუჩერებელია - დვალიშვილის ქამრის დაცვა ო'მალისთან