2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დანიას უმასპინძლებს.
დანიაში მოგებული შეხვედრის შემდეგ, ჯიკიჩის გუნდი ამჯერად თბილისში შეეცდება მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებას.
სერბმა სპეციალისტმა თბილისი არენაზე გასამართი თამაშისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა:
მერკვილაძე, რიდი, ანდრონიკაშვილი, ჯინჭარაძე, ისიანი, სანაძე, ტურძილაძე, კორსანტია, ფევაძე, შენგელია, ხატიაშვილი, ოჩხიკიძე.
მატჩი თბილისი არენაზე 20:50 საათზე დაიწყება.
პირველი გამარჯვება ჯგუფში - საქართველომ დანიაში მოიგო
