• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
პირველი გამარჯვება ჯგუფში - საქართველომ დანიაში მოიგო
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

პირველი გამარჯვება ჯგუფში - საქართველომ დანიაში მოიგო

27 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დანიას ესტუმრა.


შეხვედრა თანაბრად დაიწყო და პირველი მეოთხედი ფრედ 12-12 დასრულდა, მეორე მეოთხედში კი ქართველებმა გაქცევა მოახერხეს და შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.


მესამე მეოთხედში ჯიკიჩის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ბოლო მეოთხედი ფაქტობრივად ფორმალობად იქცა, საბოლოოდ კი მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 71-89 დასრულდა.


გამარჯვებულ გუნდს კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ულიდერა, რომელმაც 29 წუთში 24 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გამორჩეული იყო დებიუტანტი ნატურალიზებული მარკის რიდის სტატისტიკაც, რომელმაც 27 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.


10 ქულაზე მეტი კიდევ ორმა მოთამაშემ დააგროვა, დუდა სანაძემ (13 ქულა) და ალექსანდრე მერკვილაძემ (12 ქულა). აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.


საქართველოს ნაკრებმა ამ ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 3 მატჩის შემდეგ მე-3 ადგილზე იმყოფება. პირველ ადგილზე ესპანეთია 6 ქულით, მეორეზე კი უკრაინა - 5 ქულით. მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ 3 გუნდი გადის.


ჯიკიჩის გუნდი მომდევნო თამაშს ისევ დანიის ნაკრებთან ჩაატარებს, ამჯერად თბილისში. შეხვედრა 2 მარტს გაიმართება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
თორნიკე შენგელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დანაკლისი ქართულ კალათბურთში - ზურაბ ტომარაძე გარდაიცვალა

•კალათბურთი

კალათბურთი

დანაკლისი ქართულ კალათბურთში - ზურაბ ტომარაძე გარდაიცვალა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მარცხი უმნიშვნელოვანეს მატჩში - შენგელიას ბარსამ კონკურენტთან შინ უშანსოდ წააგო

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მარცხი უმნიშვნელოვანეს მატჩში - შენგელიას ბარსამ კონკურენტთან შინ უშანსოდ წააგო
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: იშვიათობა კალათბურთში - მარკოიშვილის გუნდმა შენგელიას ბარსა 8 კაცით დაამარცხა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: იშვიათობა კალათბურთში - მარკოიშვილის გუნდმა შენგელიას ბარსა 8 კაცით დაამარცხა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მარცხი კონკურენტთან - შენგელიას ბარსამ ლიეტუვაში ბოლო მეოთხედი ჩააგდო

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მარცხი კონკურენტთან - შენგელიას ბარსამ ლიეტუვაში ბოლო მეოთხედი ჩააგდო
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

02 აპრ, 2026

დანაკლისი ქართულ კალათბურთში - ზურაბ ტომარაძე გარდაიცვალა

News image

08 აპრ, 2026

VIDEO: მარცხი უმნიშვნელოვანეს მატჩში - შენგელიას ბარსამ კონკურენტთან შინ უშანსოდ წააგო

News image

11 აპრ, 2026

VIDEO: იშვიათობა კალათბურთში - მარკოიშვილის გუნდმა შენგელიას ბარსა 8 კაცით დაამარცხა

News image

03 აპრ, 2026

VIDEO: მარცხი კონკურენტთან - შენგელიას ბარსამ ლიეტუვაში ბოლო მეოთხედი ჩააგდო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება