VIDEO: მარცხი უმნიშვნელოვანეს მატჩში - შენგელიას ბარსამ კონკურენტთან შინ უშანსოდ წააგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, ევროლიგის 36-ე ტურში, უმნიშვნელოვანესი საშინაო მატჩი წააგო - პანათინაიკოსთან 79:93 დამარცხდა და მე-6 ადგილი მას გადაულოცა.
ბერძნებმა პირველი მეოთხედიც მოიგეს, თუმცა მეორე და მესამე მეოთხედში საერთოდ მეტოქე გაანადგურეს (ჯამში +27) და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვიტეს.
შენგელიამ პარკეტზე 22:28 წუთი გაატარა - 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 ასისტი. 7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 0 სამქულიანი ჩააგდო.
36 თამაშის შემდეგ, ბარსელონას 20 მოგება აქვს, მე-8 ადგილზეა და ზედა ექვსეულს 1 მოგებით ჩამორჩება - მეექვსეზე სწორედ პანათინაიკოსია, რომელსაც ჟალგირის კაუნასი (ასევე 21 მოგება) მიჰყვება.
სათამაშო კიდევ 2 ტური რჩება - ბარსა ჯერ მე-10 ადგილოსან მონაკოს ესტუმრება (10 აპრილს), რომელიც ათეულში მოსახვედრად გამალებით იბრძვის, ბოლო რაუნდში კი უკვე უმოტივაციო მიუნხენის ბაიერნს (16 მოგება) უმასპინძლებს.