VIDEO: მარცხი კონკურენტთან - შენგელიას ბარსამ ლიეტუვაში ბოლო მეოთხედი ჩააგდო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, ევროლიგის 35-ე ტურში, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ჟალგირის კაუნასთან უმნიშვნელოვანესი გასვლითი მატჩი წააგო - 71:83.
ლიეტუველები ესპანელებს ბოლო მეოთხედის წინ 3 ქულით უგებდნენ, თუმცა გადამწყვეტი წუთები ბევრად უკეთესად ჩაატარეს და ტურნირზე ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვეს.
ქართველმა პარკეტზე 25:39 წუთი გაატარა - 10-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი მიითვალა.
ზედიზედ 3 მოგების შემდეგ, ბარსამ ძალიან საჭირო მატჩი წააგო და, იმავე ჟალგირის კაუნასთან ერთად, ჰაპოელ თელ-ავივს გადასწრების საშუალება მისცა. პირველ 6 გუნდში მოსახვედრად, დიდი ბრძოლაა - ამჟამად ბარსელონელები მე-8 ადგილზე არიან და პირდაპირ 1/4 ფინალში გამსვლელ პოზიციასთან 1 გამარჯვება აშორებთ. სათამაშო კიდევ 3 ტურია.
7 აპრილს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა - ბარსელონაში ჩადის პანათინაიკოსი, რომელიც ასევე კონკურენტია და ზუსტად იმდენივე მოგება აქვს, რამდენიც შენგელიას გუნდს (20).