რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, კადეტთა შორის, გიორგი ურუშაძემ საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქართველმა ხმლით მოფარიკავემ საკვალიფიკაციო ეტაპზე 6-დან 6-ვე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, რის შემდეგაც მთავარ ეტაპზე კიდევ 5 ბრძოლა მოიგო და ფინალში გავიდა.
სატიტულო შეხვედრაში ამერიკელ აიდენ ტსეს დაუპირისპირდა, წააგო და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მიიღო. ცნობისთვის, ამ წოდების გარდა, ურუშაძე ევროპის ჩემპიონია.
რიოში ჩვენს გუნდს, ქალთა შორის, ალექსანდრა კუვაევა წარმოადგენდა, რომელმაც მთავარ ეტაპზე 2 რაუნდი გაიარა, თუმცა 1/8 ფინალში იტალიელ ფლავია ასტოლფისთან დამარცხდა და ტურნირზე მე-12 ადგილი დაიკავა.