საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 6 ერის 18-წლამდელთა ფესტივალს მასპინძელ საფრანგეთთან თამაშით დღეიდან იწყებს.
ჩვენი გუნდი ექვსი ერის ფესტივალზე ზედიზედ მესამედ თამაშობს, საფრანგეთის 18-წლამდელთა გუნდს კი ერთადერთხელ, 2024 წელს შეხვდა და 20:19 დაამარცხა.
დღევანდელ მატჩში, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, დებიუტი ექნება ვეტერან ბორჯღალოსან გიორგი ნემსაძეს. მან და მისმა სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა დამწყები 15-კაციანი შემადგენლობა:
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ნიკოლოზ ლაგვილავა, 13. გოგა ბერიძე, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. ალექსანდრე მამაიაშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. გიორგი ბერძენიშვილი, 2. სანდრო გამყრელიძე, 3. იაგო ღუდუშაური, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. საბა ჯინჭველაშვილი, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი, 8. ლუკა მგალობლიშვილი.
მარქაფა: 16. საბა გოგრიჭიანი, 17. საბა მერაბიშვილი, 18. გეგა გიორგობიანი, 19. გიორგი სუთიაშვილი, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ატო ლიპარტელიანი, 23. რეზო ცხვედიანი, 24. გიორგი კუპრეიშვილი, 25. ბართლომე ხამაშურიძე, 26. ლუკა შულაია.
შეგახსენებთ, 18-წლამდელთა ფესტივალზე შეცვლები ულიმიტოა, შესაბამისად, საფრანგეთის წინააღმდეგ 26-ვე მორაგბის თამაშის შანსი მაღალია.
საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა ქალაქ ვიშში, თბილისის დროით, 20:30 საათიდან დაიწყება.
ფესტივალის ფარგლებში, პატარა ბორჯღალოსნები - 7 აპრილს ინგლისს, ხოლო 11-ში შოტლანდიას შეერკინებიან.