საქართველოს ეროვნული ლიგა, 18-დღიანი პაუზის შემდეგ, დღეს, მე-5 ტურის მატჩებით, განახლდება.
ტურის მთავარი შეხვედრა დინამო არენაზეა - დინამო თბილისი მოქმედ ვიცე-ჩემპიონ და თასის გამარჯვებულ გორის დილას უმასპინძლებს. თამაში 15:00 საათიდან დაიწყება. სრული განრიგი ასეთია:
15:00 - თბილისი, დინამო არენა - დინამო თბილისი V დილა გორი;
15:00 - წყალტუბო, საფეხბურთო ცენტრი - სამგურალი V რუსთავი;
19:00 - ბათუმი, აჭარაბეთ არენა - დინამო ბათუმი V სპაერი;
21:00 - თბილისი, დავით პეტრიაშვილი - გაგრა V იბერია;
21:00 - ქუთაისი, რამაზ შენგელია - ტორპედო V მეშახტე.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ეროვნული ლიგის Youtube არხზეა.
ჩემპიონატს 4 მატჩში 9-ქულიანი დებიუტანტი სპაერი ლიდერობს, დინამო თბილისსა და მეშახტეს 3-3 თამაშში 5-5 ქულა აქვთ, ამდენივე ქულა აქვს წყალტუბოს სამგურალს, ოღონდ, 4 ტურში.
ასევე, გუშინ გაიმართა ლიგა 3-ის სრული ტური, ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის ყველა შეხვედრა კი დღეს ჩატარდება.