იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
საქართველოს უდიდესი ნაბიჯი - მსოფლიო საბერძნეთისა და იანისის გარეშე
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

საქართველოს უდიდესი ნაბიჯი - მსოფლიო საბერძნეთისა და იანისის გარეშე

30 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ნოემბრის საკვალიფიკაციო ფანჯრის მეორე შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.


საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პორტუგალია 92:78 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-7 გამარჯვება იზეიმა.


ამ გამარჯვებით საქართველომ ნოემბრის საკვალიფიკაციო ფანჯარა იდეალური შედეგით დაასრულა, მანამდე ქართველმა კალათბურთელებმა საბერძნეთის წინააღმდეგ სასწაულებრივი გამარჯვება მოიპოვეს.


მარცხმა პორტუგალიის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. პორტუგალიელები 5 მოგებითა და 5 მარცხით კვლავ საუკეთესო სამეულს მიღმა იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.


გამარჯვების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად ჯერ არ გაუნაღდებია.


ამისთვის ქართველ კალათბურთელებს პორტუგალიის მინიმუმ 25-ქულიანი სხვაობით დამარცხება სჭირდებოდათ, ამასთანავე, საბერძნეთსა და მონტენეგროს საკუთარი შეხვედრები უნდა წაეგოთ.


თუმცა, დასკვნითი საკვალიფიკაციო ფანჯრის წინ საქართველო ხელსაყრელ პოზიციაში იმყოფება, პორტუგალიასთან ორივე შეხვედრის მოგებით ქართველებმა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა მოიპოვეს.


საბერძნეთის ნაკრებმა ნოემბრის საკვალიფიკაციო ფანჯრის მე-2 შეხვედრაში უმძიმესი მარცხი განიცადა და 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი ოფიციალურად დაკარგა.


ბერძნები სტუმრად ესპანეთთან, შეხვედრაში, რომელშიც გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდათ, 74:83 დამარცხდნენ და საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.


4 გამარჯვების მქონე საბერძნეთს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვს, რადგან დასკვნით საკვალიფიკაციო ფანჯარაში ორივე შეხვედრის მოგების შემთხვევაშიც კი, თანაბარი შედეგის მქონე გუნდებს შორის ადგილების განაწილების ყველა შესაძლო სცენარში ბერძნები არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.


შესაბამისად, ბერძენი სუპერვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო კატარში გასამართ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.


საბერძნეთი მსოფლიო ჩემპიონატს ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად გამოტოვებს. ამით დასრულდება სერია, რომლის განმავლობაშიც ბერძნებმა ზედიზედ 5 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა.


რაც შეეხება ესპანეთს, პირენეელებს კატარის საგზური ოფიციალურად ჯერ არ გაუნაღდებიათ, თუმცა, დიდი ალბათობით, ამისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაც საკმარისი იქნება.   


1. ესპანეთი - 17 ქულა

2. საქართველო - 17 ქულა

3. უკრაინა - 16 ქულა

4. პორტუგალია - 15 ქულა

5. მონტენეგრო - 15 ქულა

6. საბერძნეთი - 14 ქულა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საბერძნეთი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სანაძე: „სიტყვები არ მყოფნის, თორნიკეზე იმდენი რამის თქმა შემიძლია"

•კალათბურთი

კალათბურთი

სანაძე: „სიტყვები არ მყოფნის, თორნიკეზე იმდენი რამის თქმა შემიძლია"
•კალათბურთი

კალათბურთი

ოჩხიკიძე: „ბიჭებმა პირველივე დღიდან ვიცოდით, რა იყო ჩვენი მიზანი"

•კალათბურთი

კალათბურთი

ოჩხიკიძე: „ბიჭებმა პირველივე დღიდან ვიცოდით, რა იყო ჩვენი მიზანი"
•კალათბურთი

კალათბურთი

ჯიკიჩი: „ეს მატჩი რომ წაგვეგო, სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა“

•კალათბურთი

კალათბურთი

ჯიკიჩი: „ეს მატჩი რომ წაგვეგო, სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა“
•კალათბურთი

კალათბურთი

პორტუგალიელებმა თბილისი არენასა და ქართველებზე ისაუბრეს

•კალათბურთი

კალათბურთი

პორტუგალიელებმა თბილისი არენასა და ქართველებზე ისაუბრეს
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

4 სთ წინ

სანაძე: „სიტყვები არ მყოფნის, თორნიკეზე იმდენი რამის თქმა შემიძლია"

News image

4 სთ წინ

ოჩხიკიძე: „ბიჭებმა პირველივე დღიდან ვიცოდით, რა იყო ჩვენი მიზანი"

News image

4 სთ წინ

ჯიკიჩი: „ეს მატჩი რომ წაგვეგო, სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა“

News image

2 სთ წინ

პორტუგალიელებმა თბილისი არენასა და ქართველებზე ისაუბრეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება