ბარსელონა როდრის ტრანსფერისთვის იბრძვის.
გამოცემა SPORT-ის ცნობით, კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მანჩესტერ სიტის ნახევარმცველს პირადად დაურეკა და გუნდის სპორტული პროექტი გააცნო. ეს ზარი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალი ფეხბურთელის გადაბირებასთან ძალიან ახლოს იყო, როდრიმ მოლაპარაკებები შეაჩერა და ბარსას ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.
კატალონიურ კლუბში ესმით, რომ ტრანსფერი ადვილად შესასრულებელი არაა, თუმცა თვლიან, რომ პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. ფეხბურთელის დასარწმუნებლად ბარსელონას ფეხბურთელებიც (მათ შორის ლამინ იამალი) აქტიურობდნენ, რომლებიც მას ესპანეთის სანაკრებო შეკრებებზე ესაუბრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბის უპირატეს პრიორიტეტად კვლავ თავდამსხმელის დამატება რჩება, ბარსა მზადაა ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველის დამატების შანსი გამოიყენოს, თუ თავად ფეხბურთელი კატალონიაში გადასვლას საბოლოოდ გადაწყვეტს.