მანჩესტერ სიტის ესპანელმა ნახევარმცველმა, როდრიმ მადრიდის რეალს ოფიციალურად აცნობა, რომ სამეფო კლუბში გადასვლას არ აპირებს და მისი საბოლოო არჩევანი კატალონიური ბარსელონაა.
როგორც ირკვევა, ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობასაც უკვე შეატყობინა. ინგლისური კლუბი მოთამაშის სურვილს პატივს სცემს და მზადაა, მას ესპანეთში დაბრუნების უფლება მისცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სიტი ბარსელონასგან როდრის სანაცვლოდ 60-დან 70 მილიონ ევრომდე თანხას ითხოვს. ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს მიმდინარე ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გარიგება იქნება.