• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კლასიკო სუპერვარსკვლავის ტრანსფერისთვის - ბრძოლაში ბარსაც ჩაერთო
ფეხბურთიფეხბურთი

კლასიკო სუპერვარსკვლავის ტრანსფერისთვის - ბრძოლაში ბარსაც ჩაერთო

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბარსელონა მანჩესტერ სიტის ნახევარმცველის, როდრის ტრანსფერზე მუშაობის შესაძლებლობას იკვლევს.


The Athletic-ის ცნობით, მოლაპარაკებებთან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ, რომ კატალონიურმა კლუბმა უკვე გამართა მოლაპარაკებები ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შესაძლო ტრანსფერის პირობებზე.


გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონას პროექტი როდრისთვის მიმზიდველია როგორც სათამაშო სტილის გამო, ასევე იმის გამოც, რომ გუნდში ადაპტაცია მარტივი იქნება.


გასახდელში მას ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონი ნაკრების 8 თანაგუნდელი დახვდება: ჟოან გარსია, ერიკ გარსია, პაუ კუბარსი, გავი, დანი ოლმო, პედრი, ფერან ტორესი და ლამინ იამალი.


The Athletic-მა 24 ივლისს დაწერა, რომ როდრის ტრანსფერზე მადრიდის რეალიც მუშაობდა და კლუბი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის ოქროს ბურთის მფლობელთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა.


მადრიდელებისთვის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობების შეთანხმება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა მანჩესტერ სიტისთან სატრანსფერო თანხაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. რეალის ინტერესი როდრის მიმართ კვლავ ძალაშია.


ამავდროულად, ბარსელონა ტრანსფერის შესაძლებლობას განსაკუთრებით აქტიურად განიხილავს მას შემდეგ, რაც ფრენკი დე იონგმა მარჯვენა მუხლის შიდა გვერდითი იოგი (MCL) გაიწყვიტა და ხანგრძლივი პერიოდით იუქმებს.


გარიგების გასაფორმებლად კატალონიელებს, სავარაუდოდ, ფეხბურთელების გაყიდვა დასჭირდებათ, რათა სახელფასო ლიმიტში ადგილი გაათავისუფლონ და ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესონ.


როდრის მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი კიდევ მხოლოდ 12 თვე აკავშირებს. კლუბმა იცის, რომ მის მიმართ ინტერესს როგორც ბარსელონა, ისე რეალი იჩენს.


ესპანელ ნახევარმცველს კონტრაქტის გახანგრძლივების მიმართ დიდი სურვილი ამ ეტაპზე არ გამოუხატავს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბარსელონა
მან სიტი
რეალი
როდრი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ცნობილი გამოცემა ესპანურ გრანდს ქართველის დამატებას ურჩევს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ცნობილი გამოცემა ესპანურ გრანდს ქართველის დამატებას ურჩევს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რჩება თუ მიდის? ვინისიუსის მომავლის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რჩება თუ მიდის? ვინისიუსის მომავლის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალვარესის მოულოდნელი სვლა: რას დაპირდა არგენტინელი ბარსას დირექტორს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალვარესის მოულოდნელი სვლა: რას დაპირდა არგენტინელი ბარსას დირექტორს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალვარესის ულტიმატუმი ატლეტიკოს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალვარესის ულტიმატუმი ატლეტიკოს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 სთ წინ

ცნობილი გამოცემა ესპანურ გრანდს ქართველის დამატებას ურჩევს

News image

15 სთ წინ

რჩება თუ მიდის? ვინისიუსის მომავლის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია

News image

15 სთ წინ

ალვარესის მოულოდნელი სვლა: რას დაპირდა არგენტინელი ბარსას დირექტორს?

News image

7 სთ წინ

ალვარესის ულტიმატუმი ატლეტიკოს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება