UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე სუპერმსუბუქი დივიზიონის ბრძოლა გაიმართა, სადაც კორი სენდჰეგენი დეივესონ ფიგეირედოს დაუპირისპირდა.
ბრძოლა მე-2 რაუნდში დასრულდა, კორიმ ბრაზილიელს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.
გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილსა და შონ ო'მალის შორის გამარჯვებული გამოიწვია.
კორის აზრით, შემდეგი სწორედ თავად იმსახურებს სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის ბრძოლის შანსს.
ამერიკელს გამარჯვება მერაბ დვალიშვილმაც მიულოცა: "ყოჩაღ, კორი. გილოცავ, მეგობარო!"