-
Aa
+
ფონტის ზომა
თბილისის გრან სლემის მეორე დღეს კაცთა -73 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ლაშა შავდათუაშვილი გავიდა.
მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში ლაშამ ავსტრიელი სამუელ გასნერი ვაზარით დაამარცხა.
1/2 ფინალურ დაძაბულ დაპირისპირებაში ქართველმა ლეგენდამ ფრანგ იოან-ბენჟამინ გაბას დამატებული დროის მეშვიდე წუთზე იპონით სძლია და თბილისის გრან სლემის მესამედ მოგებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
შავდათუაშვილის მეტოქე ფინალში არმენ აგაიანი იქნება. ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.
თბილისის გრან სლემი - 3 ქართული მედალი პირველ დღეს
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები